Friday, August 26, 2011

პროექტი"ჩემი სოფლის ღირსშესანიშნაობანი"-ლელა გვრიტიშვილი

-პროექტის  სახელწოდება-    ჩემი  სოფლის  ღირსშესანიშნაობანი
პროექტის  იდეა -გავაცნო  მოსწავლეებს   მშობლიური  სოფლის  ღირსშესანიშნაობანი, შექმნან  თვალსაჩინოება,  ფოტოსურათებით  და  წერილებით  რომელსაც მთელი  სკოლა  გაეცნობა.
პროექტის აქტუალურობა-ჩემი  აზრით პროექტი  იმით  არის  აქტუალური , რომ ბავშვები  ჯერ  მშობლიური  სოფლის  ისტორიულ    წარსულს  უნდა  იცნობდნენ,შემდეგ  მთელი  საქართველოსი.  ასევე   დარწმუნდებიან , რომ  სოფელს  გააჩნია  ტურიზმის  განვითარებისთვის  საჭირო   პოტენციალი  და  რესურსები.
პროექტის მიზანი-მოსწავლეებს  ვასწავლო, რომ სიძველეებს  და  წინაპართა  მონაპოვარს,  მოვლა  და  დაცვა  ესაჭიროება.  ასევე  გნუვითარო  კვლევა  ძიების,  ჯგუფთან  თანამშრომლობის,პრეზენტაციის    წარმოდგენის  უნარჩვევა.

მოსწავლეთა ასაკი-14 -15 წელი
ვადები / ხანგრძლივობა-ხუთი  დღე
საჭირო  რესურსები-ფურცლები, კალმები,  ფოტოაპარატი,კომპიუტერი,  ინტერნეტი,პროექტორი.
პროექტის  მსვლელობა-
              I-      დღე    -წინარე   ცოდნა-  რა  იციან  პროექტის  დაწყებამდე  მოცემულ   თემასთან  დაკავშირებით.
                                                         1)-იციან :        "წმინდა  ბარბარეს სახელობის  ეკლესიაზე"  ჩვენი  წინაპრების  სიდიადის    უდიდესი  მოწმობა"   2)მიჭვრიტას  ლომისობის  სახელობის  ეკლესიაზე.    3)საუკუნოვანი  მუხის  ხე  - სადაც  მოსახლეობა  ამაღლების  დღესასწაულს  აღნიშნავს...
მოკლე  შეჯამების  შემდეგ, მოსწავლეებს  ვყოფ  ორ  ჯგუფად.
 ვინაიდან  სოფლის  მრავალფეროვანი  და  მდიდარი  ისტორია  ამის  საშუალებას  იძლევა,  თითოეულ  ჯგუფს ვაძლევ  სხვადასხვა  დავალებას:
     I--ჯგუფი-მოიძიონ  ინფორმაცია   სოფლის   ისტორიული  ძეგლების  და  ეკლესიების   შესახებ..  თანდარათული    ფოტო სურათებით.
II--ჯგუფი--მოიძიონ  ინფორმაცია,  უძველესი  ნასოფლარების  შესახებ,  წერილობითი  და  ფოტო  მასალა.
  მუშაობის  დასაწყისში  ჯგუფებს  ვაძლევ  მითითებას  ,რომ   ინფორმაციის  მოძიებისთვის  მათ  დაჭირდებათ  სოფლის  უხუცესებთან  მისვლა  და  საჭირო    ინფორმაციის  მოძიება.
პროექტის  მსვლელობაში  თვალყურს  ვადევნებ  მოსწავლეთა  ჩართულობას,  აქტიურობას,მოძიებული  მასალის  სანდოობას.   აუცილებლად  ვაწარმოებ   შეფასების  რუბრიკას,  რომლის  მიხედვით   ყველაზე  აქტიურ მოსწავლეს  გამოვავლენ.
  პროექტის  დასრულების  შემდეგ  თითოეული  ჯგუფი   გააკეთებს  პრეზენტაციას  კომპიუტერის  და  პროექტორის  საშუალებით,  ამის  მიხედვით   შეფასდება ორივე  ჯგუფი    რომლებმაც    უნდა    დააკმაყოფილონ  წინასწარ  ცნობილი    შეფასების     კრიტერიუმები .   
ბოლოს  გამთლიანებული  პროექტი  გაკეთდება  დიდ    ფორმატზე,  ფოტოსურათებით  და  წერილებით    გამოიკვრება  სკოლის   დერეფანში,  რომელსაც  ყველა  გაეცნობა.
პროექტის  ავტორი  ლელა  გვრიტიშვილი    (ისტორიის  პედაგოგი)
ელ.ფოსტა: xeoti.axalcixe@gmail.com

No comments:

Post a Comment